
მარკეტინგულ სააგენტო ჯინჯერსში სოციალური მედიის გუნდის გაზრდა/გაძლიერების მიზნით ვეძებთ სოციალური მედიის მენეჯერს.
რას აკეთებს ჯინჯერი სოც მედიის მენეჯერი?
- ამზადებს სოციალური მედიის სტრატეგიას კლიენტის სპეციფიკისა და ბიზნეს საჭიროებების გათვალისწინებით.
- მართავს და უვლის სოციალური მედიის გვერდებს, ზრუნავს გვერდის მომხმარებლის გამოცდილების სრულყოფაზე.
- ადგენს გვერდის კონტენტ კალენდარს, შესაბამისი პოსტების მოსამზადებლად მუშაობს დიზაინერების გუნდთან ერთად.
- სტრატეგიის შესაბამისად ადგენს სარეკლამო გეგმას, უშვებს რეკლამებს და თვალყურს ადევნებს კამპანიების მიმდინარეობას.
- ამზადებს რეპორტებს, რაციონალურად და არგუმენტირებულად აანალიზებს მიღებულ შედეგებს და ამის საფუძველზე გამოაქვს გაუმჯობებესების რეკომენდაციები.
- აქტიურად ჩართულია კლიენტთან კომუნიკაციაში პროექტის მენეჯერთან და გუნდის სხვა წევრებთან ერთად.
- იცის ყველაფერი იმ გვერდების შესახებ, რომელსაც მართავს, ყველა დეტალი, თავისებურება, სპეფიციკა, მომხმარებლის ქცევა.
- თვალყურს ადევნებს სიახლეებს და ცდილობს, დანერგოს ისინი ყოველდღიურ საქმიანობაში.
რა უნარებს და კვალიფიკაციებს უნდა ფლობდეს ჯინჯერი სოც მედიის მენეჯერი?
- ძირითად სოციალურ ქსელებში და მათ სარეკლამო პლატფორმებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
- მარკეტინგის პრინციპების ცოდნა – პოზიციონირება. სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და ა.შ.
- ქოფირაითის პრინციპებისა და ტექნიკების საბაზისო ცოდნა.
- გამართულად წერისა და აზრის ლაკონურად, გასაგებად ჩამოყალიბების უნარი.
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა.
- ინგლისური ენის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა და წინადადებების გამართულად თარგმნის უნარი.
- ოფისის პროგრამების, განსაკუთრებით, ექსელისა და ფაუერფოინტის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა.
- წაკითხულის გააზრებისა და ლოგიკური დასკვნების გაკეთების, ანალიტიკური აზროვნების უნარი.
- განვითარების და სიახლეების სწავლის სურვილი.
როგორი უნდა იყოს ჯინჯერი სოც მედიის მენეჯერი სულიერად?
- მოწესრიგებული
- პუნქტუალური
- ცნობისმოყვარე
- პასუხისმგებლიანი
- კომუნიკაბელური
- ინიციატივიანი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-19:00
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის ცოდნასა და კვალიფიკაციაზე.
დაინტერესებულმა ადამიანებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონულ ფოსტაზე hola@gingers.ge უაღრესად მნიშვნელოვანია subject ველში მიუთითოთ რა პოზიციაზე აგზავნით.