8. ვაკანსია

ჯინჯერსში კრეატიული გუნდის გაძლიერების მიზნითა და ამოცანით გრაფიკულ დიზაინერს ვეძებთ.

რისი გაკეთება მოუწევს:

  • გრაფიკული დიზაინის შექმნა (ლოგო, ბრენდბუქი. სარეკლამო მასალები, დიზაინის კონცეფცია და ა.შ.)
  • სოციალური მედიისთვის დიზაინის შემუშავება/მომზადება
  • პოლიგრაფიულ დიზაინის შექმნა და საბეჭდად გამზადება

რა მოთხოვნები გვაქვს:

  • მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება
  • გამართული მეტყველება და წერა ქართულად, ინგლისური ენის ცოდნა უაღრესად სასურველია
  • აუცილებელია შემდეგი პროგრამების ცოდნა: Adobe Photoshop, Adobe Illustrator.
  • Adobe Indesign, After Effects ჩაითვლება უდიდეს უპირატესობად.

პიროვნული თვისებები, რომლებსაც მივანიჭებთ უპირატესობას:

  • შემოქმედებითი ხედვა, კრეატიულობა, დეტალების „არგამაზვა“
  • ორგანიზებულობა, დროის სწორად გადანაწილების უნარი
  • დავალების სწორად გაანალიზების უნარი
  • გუნდურობა, ოღონდ მართლა
  • სტრესულ გარემოში მუშაობის, ანუ არდაბნევის უნარი, როცა მისი იმედი აქვთ
  • პუნქტუალობა, სამსახურში დროზე მოსვლის და წასვლის უნარი
  • პასუხისმგებლობა, დავალებების დროულად ჩაბარების უნარი
  • კომუნიკაბელურობა და ცნობისმოყვარეობა (ზომიერების ფარგლებში)
  • დამოუკიდებლობა და ენერგიულობა

ანაზღაურების დიაპაზონი: 800 – 1500 ეროვნული ვალუტა, გამოცდილების მიხედვით.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 11:00 – 19:00.

დაინტერესებულმა ადამიანებმა გამოგზავნეთ პორტფოლიო და CV ელექტრონულ ფოსტაზე  hola@gingers.ge. უაღრესად მნიშვნელოვანია subject ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რათა მივხვდეთ რომელ ვაკანსიაზე გვწერთ.