
მარკეტინგულ სააგენტო ჯინჯერსში გუნდის გაზრდა/გაძლიერების მიზნით ვეძებთ ციფრული მედიის მენეჯერს.
რას აკეთებს ჯინჯერი ციფრული მედიის მენეჯერი?
- ამზადებს ციფრული კამპანიების გეგმას ან ჩართულია პროცესში სხვა ჯინჯერთან ერთად.
- უზრუნველყოფს გეგმის მიხედვით კამპანიების ჩაშვებას, ყოველდღიურ მონიტორინგს და ოპტიმიზაციას.
- იჩენს ინიციატივას ეფექტურობის გაუმჯობესების კუთხით და არ ელოდება უშუალო ხელმძღვანელის მითითებებს.
- ჩართულია კლიენტის საჭიროებების და კმაყოფილების დადგენის პროცესში სხვა ჯინჯერებთან ერთად.
- ამზადებს ყოველთვიურ პატაკებს, რომელშიც სავსებით რაციონალურად და არგუმენტირებულად აანალიზებს შედეგებს და ამის საფუძველზე გამოაქვს გაუმჯობებესების რეკომენდაციები.
- თვალხელს ადევნებს სიახლეებს და ცდილობს, დანერგოს ისინი ყოველდღიურ საქმიანობაში.
რა უნარებს და კვალიფიკაციებს უნდა ფლობდეს ჯინჯერი ციფრული მედიის მენეჯერი?
- იცის, წაუკითხავს და გამოუცდია სხვადასხვა ციფრული პლატფორმების (Google Ads, Facebook Ads, Google Analytics, Bing Ads, ა.შ.) ფუნქციები და შესაძლებლობები.
- იცის მარკეტინგის ძირითადი პრინციპები – პოზიციონირება. სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და ა.შ.
- მეგობრობს ციფრებთან და რიცხვებთან.
- იცის Excel და PowerPoint.
- შეუძლია ქართულად და ინგლისურად გამართულად წერა-კითხვა, აზრის ჩამოყალიბება და გადმოცემა.
- აქვს ანალიზის და დასკვნების გამოტანის დედუქციურ-ინდუქციური უნარი.
- მოწადინებულია გაიღრმავოს ცოდნა და გამოცდილება.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-19:00
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის ცოდნასა და კვალიფიკაციაზე.
დაინტერესებულმა ადამიანებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონულ ფოსტაზე hola@gingers.ge უაღრესად მნიშვნელოვანია subject ველში მიუთითოთ რა პოზიციაზე აგზავნით.