
ჯინჯერსში კრეატიული გუნდის გაძლიერების მიზნითა და ამოცანით გრაფიკულ დიზაინერს ვეძებთ.
რისი გაკეთება მოუწევს:
- გრაფიკული დიზაინის შექმნა (ლოგო, ბრენდბუქი. სარეკლამო მასალები, დიზაინის კონცეფცია და ა.შ.)
- სოციალური მედიისთვის დიზაინის შემუშავება/მომზადება
- პოლიგრაფიულ დიზაინის შექმნა და საბეჭდად გამზადება
რა მოთხოვნები გვაქვს:
- მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება
- გამართული მეტყველება და წერა ქართულად, ინგლისური ენის ცოდნა უაღრესად სასურველია
- აუცილებელია შემდეგი პროგრამების ცოდნა: Adobe Photoshop, Adobe Illustrator.
- Adobe Indesign, After Effects ჩაითვლება უდიდეს უპირატესობად.
პიროვნული თვისებები, რომლებსაც მივანიჭებთ უპირატესობას:
- შემოქმედებითი ხედვა, კრეატიულობა, დეტალების „არგამაზვა“
- ორგანიზებულობა, დროის სწორად გადანაწილების უნარი
- დავალების სწორად გაანალიზების უნარი
- გუნდურობა, ოღონდ მართლა
- სტრესულ გარემოში მუშაობის, ანუ არდაბნევის უნარი, როცა მისი იმედი აქვთ
- პუნქტუალობა, სამსახურში დროზე მოსვლის და წასვლის უნარი
- პასუხისმგებლობა, დავალებების დროულად ჩაბარების უნარი
- კომუნიკაბელურობა და ცნობისმოყვარეობა (ზომიერების ფარგლებში)
- დამოუკიდებლობა და ენერგიულობა
ანაზღაურების დიაპაზონი: 800 – 1500 ეროვნული ვალუტა, გამოცდილების მიხედვით.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 11:00 – 19:00.
დაინტერესებულმა ადამიანებმა გამოგზავნეთ პორტფოლიო და CV ელექტრონულ ფოსტაზე hola@gingers.ge. უაღრესად მნიშვნელოვანია subject ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რათა მივხვდეთ რომელ ვაკანსიაზე გვწერთ.