gingers.ge

სტრატეგია

შემუშავებული სტრატეგია
დათვლილი ბიუჯეტი
განხილული იდეა
გაანალიზებული ქცევა
ალბათ ყველას გვსმენია ბანალური ფრაზა, რომ ნებისმიერი საქმის ჯეროვნად გაკეთება პირველ რიგში, სტრატეგიის შემუშავებით და დაგეგმვით უნდა დავიწყოთ.
ჯინჯერებს მიგვაჩნია, რომ ამ ბანალურ ფრაზაში სინამდვილეში არაბანალური ჭეშმარიტება იმალება. ამიტომ ჩვენთან თანამშრომლობა, როგორც წესი, სწორედ  სტრატეგიის შემუშავებით იწყება.
თუ თქვენ ახალი ბრენდი ხართ, მაშინ მარკეტინგული სტრატეგიის დოკუმენტი თქვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ასე და ამგვარად თქვენ შეძლებთ ზუსტად განსაზღვროთ სად არიან თქვენი პოტენციური მომხმარებლები, როგორ მიაწვდინოთ მათ ხმა და როგორ შეინარჩუნოთ მომავალში მათი ლოიალურობა.
თქვენ აუცილებლად უნდა განსაზღვროთ ბრენდის პოზიციონირება,  ღირებულებები, საკომუნიკაციო ტონი, რეკომენდირებული სარეკლამო არხები, სავარაუდო ბიუჯეტები და ა.შ., რაც მოგვიანებით ნებისმიერი აქტივობის განხორციელებისას საქმეს ბევრად გაგიმარტივებთ.
დაგეგმეთ, როდის მოგვწერთ, რათა ჯინჯერები დიდი ენთუზიაზმით დაგეხმაროთ.