gingers.ge

სოციალური მედიის მარკეტინგი

ადმინისტრირებული ფეიჯი
სარეკლამო კამპანია ჩაშვებული
ამერიკული ვალუტა დახარჯული
გაუგებრობა ფეისბუქის აფდეითების გამო
სამყარო ნამდვილად ონლაინ სოციალიზაციის გზით მიექანება. ეს გარდაუვალი ჭეშმარიტებაა, თქვენ ინფორმაციის უდიდეს ნაწილს სოციალური ქსელებიდან იღებთ და კომუნიკაციასაც სწორედ იქ ახორციელებთ. სწორედ ამიტომ სოციალურ მედიაში ყოფნა, მინიმუმ ფეისბუქის გვერდის ქონა რომ აუცილებელია, ამის მტკიცება ჯინჯერებს  ზედმეტად მიგვაჩნია.
სოციალური ქსელების დიდი უპირატესობა ისაა, რომ სხვადასხვა  ფუნქციები სინათლის სიჩქარით იცვლება და ძირითადად, უმჯობესდება. ეს ჯინჯერებისთვის დიდი აზარტია, რადგან გვაიძულებს მუდმივად დავაგემოვნოთ ახალი შესაძლებლობები და შესაბამის გამოწვევებსაც თვალებში ჩავხედოთ.
ჯინჯერსის მიერ თქვენი სოციალური მედიის მოვლა-პატრონობა მოიცავს კონტენტ და სარეკლამო სტრატეგიის მომზადებას, დიზაინის შაბლონების მოწოდებას, ბრენდირებული პოსტების შექმნას და განთავსებას, სარეკლამო კამპანიების ჩაშვებას, მუდმივ მონიტორინგს და ყოველთვიურ რეპორტინგს.
მოგვწერეთ რომელიმე სოციალურ ქსელში.