gingers.ge

კრეატივი & ბრენდინგი

დაბადებული ბრენდი
შექმნილი ლოგო
გრაფიკული დიზაინი და რამე
შეთავაზებად დარჩენილი კონცეპტი
როგორც ამ სფეროში მეტად ჩახედული ადამიანები, ანუ ვისაც აზრი მოეკითხება, ამბობენ, თანამედროვე მარკეტინგში ბიუჯეტზე მეტად კრეატივი და ვიზუალი მუშაობს.
ვიზუალური ეფექტი და პირველი შთაბეჭდილება რომ ბრენდისთვის მეტად მნიშვნელოვანია, მაგის მტკიცება ამ ტექსტის მკითხველებს ალბათ არ გჭირდებათ. სწორედ ამიტომ, ჯინჯერები მეტისმეტი გულმოდგინებით ვუდგებით ნებისმიერი შვილიკო ბრენდის გაბანტვა-გაპიწკინების საკითხს.
თუ ჯერ მხოლოდ იდეა გაქვთ და გჭირდებათ ბრენდის მთლიანი შეფუთვა, სახელიდან დაწყებული სარეკლამო ბანერებით დამთავრებული, ჩვენთვის დიდი პატივი იქნება დაგეხმაროთ და მომხმარებლამდე ჯეროვნად მიღწევის ეს რთული გზა თქვენთან ერთად გავიაროთ.
მეტი თვალსაჩინოებისთვის აუცილებლად იხილეთ ჩვენი ნამუშევრების პორტფოლიო.
შეგვეხმიანეთ, ჯინჯერები გელით.