gingers.ge

პროექტის აღწერა

ჩიკატაი არის საბავშვო სათამაშოების სტარტაპი, რომელიც მზადდება ნატურალური მასალისგან. ჩიკატაი საუკეთესო საჩუქარია ბავშვებისთვის, რადგან ყველა სათამაშო მღერის. თანაც თქვენი ბავშვი  არც მეტი არც ნაკლები, გია ყანჩელს მოუსმენს.

ჩიკატაის საყვარელი და ფერადი ლოგო თავისივე ბრენდბუქით სწორედ ჯინჯერსმა დავამზადეთ.

ლოგოს ბრიფი უკვე მოიცავდა გარკვეულ მიმართულებებს, რომელზე დაყრდნობითაც  ჩიკატაის ჩვეული მონდომებით უამრავი ვარიანტი შევთავაზეთ. ამ ლოგოს სხვა ყველაფერთან ერთად ის დიდი უპირატესობა აქვს, რომ მასზე მუშაობით ყველამ ვისიამოვნეთ და ბოლოს შეგვიყვარდა კიდეც ერთმანეთი.

ჩიკატაის ასევე დავუმზადეთ სოციალური მედიის სტრატეგია, პოსტების დიზაინის შაბლონები და სარეკლამო ბიუჯეტის გეგმა.

ნახეთ პროექტი Behance-ზე