gingers.ge

პროექტის აღწერა

1 კლიკი ონლაინ სესხების კომპანიაა, რომელიც მოქნილი, სწრაფი სერვისებით გამოირჩევა და მომხმარებლებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.

ჩვენი ამოცანა იყო ისეთი ბრენდის შექმნა, რომელიც ერთდროულად იქნებოდა სანდო, თანამედროვე, პოზიტიური და ადვილად დასამახსოვრებელი. ამავე დროს, ვიზუალური და პირდაპირი კომუნიკაცია არ უნდა ყოფილიყო ფულთან ან სესხთან ასოცირებული. საკმაოდ ძნელი ამოცანაა, დაგვეთანხმებით.

რა მოვიმოქმედეთ ჩვენ

სახელი 1 click სწორედ ამ ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით შევარჩიეთ: იოლი დასამახსოვრებელია, გასხვავდება ბაზარზე არსებული კონკურენტებისგან, მიუთითებს ბრენდის მთავარ უპირატესობებზე – სისწრაფესა და სიმარტივეზე.

რაც შეეხება ლოგოს, ბევრი მსჯელობის და დავის შემდეგ ორიგამის ვიზუალური კონფეცფია ავირჩიეთ, რაც ასევე ბრენდის კიდევ ერთ უპირატესობას, მოქნილობას გამოხატავს.

სახელის და ლოგოს შექმნის პარალელურად ჩვენ შევიმუშავეთ მარკეტინგული და საკომუნიკაციო სტრატეგია, რომელშიც განვსაზღვრეთ ბრენდის პოზიციონირება, პერსონიფიკაცია, სლოგანი და საკომუნიკაციო მესიჯები, რეკომენდირებული არხები და ბიუჯეტირება. ასევე, ცალკე მოვამზადეთ სოციალური მედიის სტრატეგია და ვიზუალური გაიდლაინები.

ამ დროისთვის 1 კლიკს ვუწევთ სხვადასხვა სახის ციფრულ მომსახურებას (Social Media, Google Adwords, Analytics) და ამ ფაქტით მეტად ბედნიერები ვართ.

ნახეთ პროექტი Behance - ზე